,,უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის - ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა''- ვიქტორ ორბანი 21.02.2026 19:15

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მილსადენ „დრუჟბის" გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.

ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა პარტია „ფიდეს" მხარდაჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, უკრაინელების მიზანია, უნგრეთში ეკონომიკური ქაოსისა და ენერგეტიკული კრიზისის შექმნა, ასევე არჩევნებში პარტია „ფიდეს" დამარცხება.

„ქაოსი, უკრაინელების გაგებით, არის გზა ოპოზიციის საარჩევნო გამარჯვებისკენ", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ვიქტორ ორბანმა არ გამორიცხა, რომ უკრაინელები ნავთობსადენით ტრანზიტს თუ არ განაახლებენ, ბუდაპეშტი კიევს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.

„უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა", - თქვა ორბანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ