უკრაინის მასშტაბით რუსეთმა მასობრივი იერიშები განახორციელა 22.02.2026 10:15


უკრაინის მასშტაბით რუსეთმა მასობრივი იერიშები განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ქვეყნის დედაქალაქ კიევში, სადაც თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განხორციელდა. მედიის ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვია. დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის ქალაქ ოდესაზე კი რუსებმა იერიშები კვლავ ენერგეტიკულ სექტორზე განახორციელეს.

„რუსეთმა კვლავ განახორციელა დრონებით თავდასხმები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია", - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

თქმით, მაშველებმა ხანძრის ყველა კერა ჩააქრეს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ