22.02.2026 11:48
პარტია „ფიდესის" მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთის დამარცხება ნაპოლეონსა და ჰიტლერსაც სურდათ, რაც არ გამოუვიდათ და ამას ვერც ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ.
„ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ კაია კალასი იქნება წარმატებული. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ მათ არასწორი პოლიტიკური სტრატეგია აქვთ, რაც საშინლად დიდ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. მცდარია გერმანიის კანცლერის სტრატეგია, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ყველა, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, საფრთხეში აგდებს თავის ქვეყანას. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან", - განაცხადა ორბანმა.
ავტორ(ებ)ი :