,,ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა უახლოეს სამ კვირაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრამდე მიგვიყვანოს''- უიტკოფი 22.02.2026 12:32

 

აშშ-ის შუამავლობამ უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში უახლოეს 3 კვირაში შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრამდე მიგვიყვანოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში.

„მე და ჯარედი [კუშნერი] ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინიციატივები დაეხმარება მხარეებს პოზიციების დაახლოებაში უახლოესი 3 კვირის განმავლობაში - და, შესაძლოა, მიგვიყვანოს კიდეც სამიტამდე ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის", - თქვა უიტკოფმა.

მისივე განცხადებით, ეს შეიძლება გადაიზარდოს სამმხრივ შეხვედრაში დონალდ ტრამპის მონაწილეობით - გადაწყვეტილება მასზე იქნება დამოკიდებული. „ვფიქრობ, მას არ მოუნდება შეხვედრაში მონაწილეობა, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ შეძლებს საქმის ბოლომდე მიყვანას და საუკეთესო შედეგის მიღწევას. იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს მოისმენთ", - დასძინა უიტკოფმა.

წამყვანმა მას ასევე დაუსვა კითხვა პუტინთან შეხვედრების შესახებ, რაზეც უიტკოფმა უპასუხა, რომ ის „ყოველთვის უკიდურესად გულწრფელი იყო" მასთან. „როდესაც ამას ვამბობ, მაკრიტიკებენ, მაგრამ ეს ზუსტი დებულებაა. მან პირდაპირ მანიშნა თავისი „წითელი ხაზები", - თქვა უიტკოფმა.

მან დასძინა, რომ აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ რვაჯერ შეხვდა პუტინს, მაგრამ შეუძლებელია „მეორე მხარესთან გარიგების დადება, თუ არ გესმის, რა პოზიციიდან გამოდის ის".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ