კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირთან რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობას 40 წევრამდე ამცირებენ 23.02.2026 21:02

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობას 40-მდე ამცირებენ. ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ დავასანქცირეთ კიდევ უფრო მეტი პირი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. მე ასევე გადავწყვიტე, რომ მაქსიმუმამდე შევამცირო ევროკავშირთან რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის რაოდენობა 40 ადამიანამდე. ჩვენ არ შევეგუებით დიპლომატიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და კომისიასთან ერთად ვმუშაობთ, რომ შენგენის ზონაში არ დავუშვათ ასობით ათასი ყოფილი რუსი ჯარისკაცი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქუჩებში ომის დამნაშავეები და დივერსანტები დადიოდნენ", - თქვა კალასმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ