რუსეთში, სმოლენსკთან მდებარე ქიმიურ ქარხანაზე დრონებით შეტევისას შვიდი ადამიანი დაიღუპა 25.02.2026 17:35

რუსეთში, ქალაქ სმოლენსკთან მდებარე ქიმიურ ქარხანაზე დრონებით შეტევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

როგორც სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, აზოტის სასუქის ქარხანა „დოგრუბუჟს" უკრაინული დრონების დაესხნენ თავს.

გავრცელებული ცნობით, იერიში დროს ასევე დაიჭრა 10 ადამიანი. შეტევის შედეგად დაზიანდა ქარხნის ინფრასტრუქტურა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, თავდასხმაში, სულ მცირე, 30 დრონი მონაწილეობდა, რომლებიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

როგორც უკრაინული და რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან, სმოლენსკში მდებარე ქარხანა აწარმოებს პროდუქციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ