25.02.2026 20:07
"ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული. ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ყველაფერი ძალიან მარტივია: ყველა ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ამომრჩევლის პირადობის მოწმობა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მან მოუწოდა კანონმდებლებს, მხარი დაუჭირონ "ამერიკის გადარჩენის აქტს", რათა არალეგალ მიგრანტებსა და სხვა პირებს, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ, ამერიკულ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა აღვუკვეთონ.
"ყველა ამომრჩეველმა ხმის მისაცემად უნდა წარადგინოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი. და აღარანაირი გაყალბებული ფოსტით ხმის მიცემა, გარდა ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სამხედრო სამსახურის ან მგზავრობის შემთხვევებისა. არანაირი სხვა გამონაკლისი. ეს მარტივი გადასაწყვეტი უნდა იყოს და, სხვათა შორის, გამოკითხვების მიხედვით, ამას მხარს უჭერს 89 პროცენტი, "დემოკრატების" ჩათვლით - 89 პროცენტი", - განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :