25.02.2026 22:18
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის კვლავ დიპლომატიური გადაწყვეტის გზას ამჯობინებს.
ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღის ჰქონდეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ამ მიზნის დიპლომატიური გზით მიღწევა, მაგრამ მის განკარგულებაში სხვა ინსტრუმენტებიცაა.„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ პოზიციას, სადაც ირანს არ შეუძლია მსოფლიოს ბირთვული ტერორიზმით დაემუქროს. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოში ყველაზე გიჟ და ცუდ რეჟიმს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი. სწორედ ამას ისახავს მიზნად პრეზიდენტი. ის შეეცდება ამის დიპლომატიურად მიღწევას, მაგრამ პრეზიდენტის განკარგულებაში სხვა მრავალი ინსტრუმენტიცაა, რათა ეს არ მოხდეს", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.ვენსის თქმით, იმედოვნებს, რომ ირანელები ხუთშაბათს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში ტრამპის ამ დამოკიდებულებას სერიოზულად მოეკიდებიან.„იმედი მაქვს, რომ ირანელები ამას სერიოზულად მოეკიდებიან ხვალინდელ მოლაპარაკებებში, რადგან ეს ნამდვილად არის ის, რასაც პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს. ვსხედვართ და ირანელებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს ვმართავთ, რათა გონივრული შეთანხმების მიღწევა შევძლოთ", - აღნიშნა ვენსმა.
ავტორ(ებ)ი :