ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა 26.02.2026 17:03

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ბორგე ბრენდემ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ გახდა ცნობილი.

ბრენდეს განცხადებით, გადაწყვეტილება „საფუძვლიანი განხილვის შემდეგ" მიიღო.

თებერვლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბორგე ბრენდეს საქმეზე გამოძიებას იწყებდნენ, რადგან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი ჰქონდა, ასევე მას ელექტრონული ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებებით უკავშირდებოდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ