ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება 27.02.2026 17:48

ლონდონის ცენტრში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება.

როგორც მედია წერს, უცნობმა პირმა ძეგლზე წითელი საღებავით დაწერა შემდეგი სიტყვები: „სიონისტი ომის დამნაშავე", „თავისუფლება პალესტინას" და „შეაჩერეთ გენოციდი".

მეტროპოლიტენის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირებიდან ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.

დაკავებულია 38 წლის მამაკაცი. პოლიციის ცნობით, იგი ეჭვმიტანილია რასობრივი ნიშნით აგრესიულ ვანდალიზმში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ