ირანზე თავდასხმა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა -ისრაელის უსაფრთხოების სამსახური 28.02.2026 11:04

ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი ოპერაციაა.

 

ინფორმაციას ისრაელური მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აგრეთვე აცხადებს, რომ ისრაელი იმ ობიექტებს ბომბავს ირანში, საიდანაც ისლამურმა რესპუბლიკამ, შესაძლოა, ისრაელზე თავდასხმა განახორციელოს.

ის, რომ ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი ოპერაციაა, დაადასტურა ამერიკულმა მხარემაც.

 

ავტორ(ებ)ი :

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ