ვლადიმერ პუტინი - ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს 01.03.2026 15:24

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს", - აღნიშნულია პუტინის წერილში.

მისი თქმით, აიათოლა ხამენეი რუსეთში ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.

„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე მათ აყვანაში", - დაწერა პუტინმა.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი და მისი რამდენიმე ნათესავი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან აიათოლა ალი ხამენეის შვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ