,,მათ საუბარი სურთ და მათთან დალაპარაკებას დავთანხმდი''- დონალდ ტრამპი 01.03.2026 21:11

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკებების განახლება სურთ -  ამის შესახებ მან The Atlantic-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა

 

 "მათ საუბარი სურთ და მათთან დალაპარაკებას დავთანხმდი. ეს მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა ექნათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი იყო. ძალიან დიდხანს იცდიდნენ" | თქვა ტრამპმა.

 

ჟურნალისტის კითხვას, როდის შედგება ირანელებთან საუბარი, ტრამპმა უპასუხა: "ამას ვერ გეტყვით". მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებში ჩართული ზოგიერთი ირანელი ცოცხალი საერთოდ აღარ არის: "ზოგიერთი ადამიანი, ვისთანაც გვქონდა საქმე, მათი უმეტესობა [მოკვდა], რადგან ეს დიდი დარტყმა იყო... მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ შეეძლოთ შეთანხმების დადება. მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ..." 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ