01.03.2026 22:22
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს.
„გარიგება ხელის მოსაწერად მზად იყო. ჟენევიდან იმ გაგებით წავედით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ხელს მოვაწერდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, მიზანს მიაღწიეს", - აცხადებს აბას არაღჩი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან გასცა „მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის ბრძანება".
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესით „კმაყოფილი არ იყო".
ავტორ(ებ)ი :