01.03.2026 23:46
ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესი მეორედ დაიწყო.
როგორც „ბიბისი" წერს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყანას ამჟამად მართავს სამნაწილიანი დროებითი საბჭო, რომელშიც შედიან: პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი მოჰსენი ეჯეჰეი და მაღალი რანგის სასულიერო პირი, აიათოლა ალი რეზა არაფი. საბჭო მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა - ორგანო, რომელიც უმაღლეს სასულიერო ლიდერს ირჩევს - გადაწყვეტილებას მიიღებს.
ირანის კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი უზენაესი ლიდერი 88 სასულიერო პირისგან შემდგარმა ექსპერტთა ასამბლეამ უნდა აირჩიოს.
„ბიბისი" აღნიშნავს, რომ დაახლოებით 88 ხანდაზმული სასულიერო პირის შეკრება სარისკოა, ვიდრე ირანი სამხედრო შეტევების ქვეშ იმყოფება, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, გადაწყვეტილება, შეიძლება, „ერთ-ორ დღეში" იქნეს მიღებული.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაიღუპნენ.
ავტორ(ებ)ი :