ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა 02.03.2026 18:42

 

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობდა და მეზობელ ქვეყნებს თავს ესხმოდა. თუმცა, მისივე თქმით, ირანის კონფლიქტი და მასში აშშ-ისა და ისრაელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართალს არღვევს.

სანჩესის თქმით, მთელი ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია და, ამავდროულად, ის გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის წინააღმდეგიცაა, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება.

„ჩვენ ვიმყოფებით სულ უფრო არასტაბილურ, დაუცველ და მეომარ სამყაროში, რაც, შესაბამისად, სულ უფრო უსამართლოა ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ. მათ დაამხეს საშინელი რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა თავის საზოგადოებას, განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებს - მილიტარისტული რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა მეზობლებს. ყველა ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალს და იწვევს ასობით უდანაშაულო მსხვერპლს", - განაცხადა სანჩესმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ