,,ევროპა „აბსოლუტურად უჭერს მხარს“ ირანში აშშ-ის ქმედებებს, თუმცა ნატო არ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში''- მარკ რუტე 02.03.2026 19:48

 

ნატო არ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.

რუტეს თქმით, ეს აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.

მარკ რუტე აღნიშნავს, რომ ევროპისთვის, ისრაელისა და მიმდებარე რეგიონისთვის ირანი არის „საფრთხე" და ახლა ევროპა აქტიურდება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპა „აბსოლუტურად უჭერს მხარს" ირანში აშშ-ის ქმედებებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმ საპასუხო ქმედებებზე, რომლებიც ირანმა ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად წამოიწყო. რუტეს თქმით, ახლა რაც ხდება, არის ის, რომ რეგიონში ნატო-ს მოკავშირეები და მეგობრები უმისამართო თავდასხმების სამიზნე გახდნენ.

ამასთან, კითხვაზე, დაგვიანდა თუ არა კირ სტარმერის გადაწყვეტილება, აშშ-სთვის დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ, რუტემ უპასუხა, რომ ნებართვის გაცემამდე „სამართლებრივი საკითხები" უნდა დამუშავებულიყო. რაც შეეხება შეკითხვას, იცოდა თუ არა წინასწარ აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმების შესახებ, რუტემ აღნიშნა, რომ ამ დეტალებს საჯაროდ არ განიხილავს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ