03.03.2026 19:15
ირანის მიერ ურანის გამდიდრების სურვილმა აგრესია თუ გამოიწვია, მაშინ ეს კითხვებს ბადებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშალა ირანის მიერ ურანის გამდიდრების განზრახვის გამო, თუმცა, ლავროვის მტკიცებით, „ეს უფლება ხელშეუხებელია".
„შესაძლოა, სტივენ უიტკოფმა ცუდად გამოხატა საკუთარი თავი, მაგრამ ეს თუ იყო აგრესიის დაწყების მიზეზი, მაშინ ბევრ კითხვას ბადებს", - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულმა აგრესიამ შესაძლოა, სტიმული მისცეს ბირთვული იარაღის შექმნის სასარგებლოდ მოძრაობის ჩამოყალიბებას.
ლავროვის თქმით, არავის უნახავს იმის მტკიცებულება, რომ თეირანი ბირთვულ ბომბს ქმნის.
„ამ ქმედებას, ამ ომს, რომელიც ახლა ირანის წინააღმდეგ დაიწყო, შეუძლია, პირველ რიგში, ბირთვული იარაღის შემუშავების სასარგებლოდ მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს და არა მხოლოდ ირანში. ასეთი მოძრაობა მაშინვე გაჩნდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მეზობელ არაბულ ქვეყნებში. ატომური იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ომის დაწყების, ერთი შეხედვით, პარადოქსულმა, გამოცხადებულმა კეთილშობილურმა მიზანმა, შეიძლება, სრულიად საპირისპირო ტენდენციები წაახალისოს", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ავტორ(ებ)ი :