გაერო ირანში სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის - „როიტერი 03.03.2026 22:25

 

გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის, - ამის შესახებ „როიტერი" წერს.

„უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტური საშინელებაა", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ კონფლიქტის სისასტიკის არსს. ამასთან, მისივე თქმით, ვოლკერ ტურკმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. შამდასანიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ტურკის ოფისს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა დარტყმა ომის დანაშაულს.

ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ