თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება 04.03.2026 16:23

თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ