რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს -პედრო სანჩესი 04.03.2026 17:39

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ ევროპის პასუხი უნდა ყოფილიყო ახლანდელი პასუხი: არა - საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, ილუზიებს, რომ შეგვიძლია, მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გადავჭრათ.

„მსოფლიო, ევროპა და ესპანეთი აქამდეც აღმოჩენილან კრიტიკული მომენტის წინაშე. რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა. მაშინ ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენი ახლანდელი პასუხი: არა - საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, არა - ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გადავჭრათ, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს", - განაცხადა პედრო სანჩესმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ