,,CIA მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რათა ირანში აჯანყება გამოიწვიოს''- CNN 04.03.2026 21:33

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რომლის მიზანიც ირანში სახალხო აჯანყების პროვოცირებაა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანულ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ერაყში მყოფ ქურთ ლიდერებთან მათთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის თაობაზე - განაცხადეს წყაროებმა.

ირანულ ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ათასობით მებრძოლი ჰყავთ ერაყ-ირანის საზღვრის გასწვრივ, ძირითადად ერაყის ქურთისტანის რეგიონში.

ომის დაწყებიდან მოყოლებული, რამდენიმე დაჯგუფებამ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელიც მიანიშნებს გარდაუვალ მოქმედებებზე და მოუწოდებს ირანის სამხედრო ძალებს დეზერტირობისკენ.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" (IRGC) პერიოდულად ახორციელებს დარტყმებს ქურთულ ჯგუფებზე. სამშაბათს კორპუსმა განაცხადა, რომ ქურთულ ძალებს ათეულობით დრონით დაესხა თავს.

CIA-ს მხარდაჭერა ირანული ქურთული ჯგუფებისადმი ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მაღალჩინოსანმა.

ირანის ქურთული ოპოზიციური ძალები უახლოეს დღეებში დასავლეთ ირანში სახმელეთო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას - განუცხადა CNN-ს ირანელ ქურთთა მაღალჩინოსანმა.

ირანული ქურთული ჯგუფების შეიარაღების ნებისმიერ მცდელობას დასჭირდება ერაყელი ქურთების მხარდაჭერა, რათა მათ გაატარონ იარაღი და დაუშვან ერაყის ქურთისტანის გამოყენება პლაცდარმად.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ