ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა - აზერბაიჯანული მედია 05.03.2026 12:22

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დარტყმა განხორციელდა ნახიჩევანის აეროპორტზე, რომელიც ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს ძლიერი კვამლი და აფეთქებები აეროპორტის ტერიტორიაზე.  ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ რამდენიმე დრონი სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი სკოლის მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა. 

ოფიციალურ ბაქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია საბოლოო განცხადება მიყენებული ზარალის ზუსტი მასშტაბების შესახებ. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ