ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა -აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 05.03.2026 13:10

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„5 მარტს, დაახლოებით შუადღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობაზე დაეცა, ხოლო მეორე - შეკარაბადის სოფელში მდებარე სკოლასთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ შეტევას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარეობდა, რის შედეგადაც დაზიანდა აეროპორტის შენობა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მედიის ცნობით, ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ