05.03.2026 13:29
ირანის მოსაზღვრე ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმის გამო, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ განაცხადა.
ტერიტორიაზე ორი სკოლა არის ევაკუირებული.
„ევაკუაცია პედაგოგებისა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :