ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე -მარკ რუტე 05.03.2026 15:32

ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ნიუს მაქსთან“ ინტერვიუში რუტემ აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ დონალდ ტრამპის მოქმედებების მიმართ, რომლებიც მიმართულია ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ.

რუტეს თქმით, ნატო განზრახ ინარჩუნებს „ბუნდოვანებას“ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება ამოქმედდეს მე-5 მუხლის მექანიზმი, „რათა მოწინააღმდეგეებმა ზუსტად არ იცოდნენ, სად გადის წითელი ხაზი“.

„ნატო ოპერაციაში პირდაპირ არ მონაწილეობს, მაგრამ მოკავშირეები, საერთო ჯამში, ფართო მასშტაბით მხარს უჭერენ იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები ასევე იზიარებენ თეირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ შეშფოთებას.

 

რუტემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო, ამავდროულად, ყურადღებით ადევნებს თვალს ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებას.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ