დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში პირადად უნდა იყოს ჩართული 05.03.2026 21:13

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი, რომელიც ირანის სულიერ ლიდერად აირჩიეს, მისთვის მიუღებელია. ტრამპის აზრით, მოჯტაბა ხამენეი გააგრძელებს აიათოლა ალი ხამენეის პოლიტიკას, რაც აშშ-ს ხუთ წელიწადში ომში დაბრუნებას აიძულებს.

„ჩვენ გვინდა ვინმე, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს. ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის შვილი სუსტი ადამიანია. მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში მოხდა", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ