06.03.2026 14:53
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ ოთხი მამაკაცის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც ლონდონის ებრაული თემის წინააღმდეგ, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლიციის თქმით, ირანის საგარეო დაზვერვისთვის დახმარების ბრალდებით, მამაკაცები - ერთი ირანელი და სამი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.
"დღევანდელი დაპატიმრებები გრძელვადიანი გამოძიების ნაწილია და მუდმივი სამუშაოს ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალური საქმიანობის აღკვეთას იქ, სადაც ჩვენ ამას ვეჭვობთ", - განაცხადა ლონდონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰელენ ფლანაგანმა.
"ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით ებრაული თემი, შეიძლება შეშფოთებული იყოს და, როგორც ყოველთვის, მე ვთხოვ მათ, რომ ფხიზლად იყვნენ და თუ დაინახავენ ან გაიგებენ რაიმეს, რაც მათ აწუხებთ, დაგვიკავშირდნენ", - დასძინა მან.
ავტორ(ებ)ი :