„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს 06.03.2026 19:21

 

რუსეთი ირანს  ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ამერიკული გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ.

რუსეთის მხრიდან ირანის დახმარების მასშტაბები ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა „ვაშინგტონ პოსტის" წყარომ ამ სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას „საკმაოდ ყოვლისმომცველი" უწოდა.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი" წერს, ირანის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიეღო სადაზვერვო მონაცემები, შემცირდა იმ დარტყმების შედეგად, რომლებიც აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციის პირველ დღეებში განახორციელეს. მედიის ცნობით, სამაგიეროდ, რუსეთს გააჩნია შესაბამისი რესურსი, მათ შორის თანამგზავრული სისტემები.

„რუსებმა იციან ჩვენი დახმარების შესახებ, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუწევთ. ვფიქრობ, მათ გაუხარდათ, რომ რაღაცნაირად მაინც შეძლეს სამაგიეროს გადახდა", - აცხადებს „ვაშინგტონ პოსტის" წყარო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ