NBC News: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს 06.03.2026 20:59

 

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს, - განუცხადა NBC News-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა იცის, რომ სკოლაზე დარტყმა ისრაელელების მიერ არ განხორციელებულა.

აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებთან აღიარეს, რომ აშშ ირანის იმ სექტორში ოპერირებდა.

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქ მინაბის შაჯარეჰ თაიებას სახელობის სკოლაში, სულ მცირე, 168 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზოგიერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, უფრო დიდი იყოს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ აშშ კვლავ „იძიებს" მომხდარს და დასძინა: „რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროსაა, თუმცა ჩვენ ვსწავლობთ და ვიძიებთ ამ შემთხვევას".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ