06.03.2026 22:33
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაგეგმილი თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, მთიელი ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და „აშქენაზის" სინაგოგა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემა აღკვეთა.
ავტორ(ებ)ი :