06.03.2026 23:42
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
„რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ეს უკრაინის ომის მაფიის ფულია? ჩვენ უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. მათ უნდა თქვან, ვისი ფულია ეს და რისთვის იყენებენ", - განაცხადა სიიარტომ აქციაზე.
ამასთან, პიტერ სიიარტომ უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევი ქვეყანაში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოყვანას ცდილობს.
„უკრაინელები უნგრეთის არჩევნებში უფრო მკაცრად და სერიოზულად ერევიან, ვიდრე ოდესმე. რა უნდათ მათ? მათ სურთ პროუკრაინული მთავრობა", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის" თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელაუნგრულმა მედიამაც, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის შვიდივე მოქალაქე, რომლებიც უნგრეთში დააკავეს, სამშობლოში დაბრუნდა.
ავტორ(ებ)ი :