„როიტერი“ - თურქეთი კვიპროსში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს 07.03.2026 18:03

 

თურქეთი კვიპროსში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ „როიტერი" თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

საკითხთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, F-16-ის ტიპის  ავიაგამანადგურებლების განლაგება ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც კვიპროსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განიხილება.

მანამდე, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ კვიპროსს თავდაცვისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებს გაუგზავნიან. 2 მარტს კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის ავიაბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ