08.03.2026 21:13
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს, - ამის შესახებ „სქაი ნიუსი" წერს. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა.
„საუბარი მოიცავდა საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად",- ნათქვამია დაუნინგ სთრითის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.
სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი „ჩვენს ოდესღაც დიდ მოკავშირედ" მოიხსენია და სტარმერს უთხრა, რომ „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან".
ავტორ(ებ)ი :