09.03.2026 10:01
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.
ტელევიზიის წამყვან ბრაიან კილმიდის განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „მე უკმაყოფილო ვარ“.
ცნობისთვის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს. მედიის ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.
ავტორ(ებ)ი :