,,რუსეთმა ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო''- სტივ უიტკოფი 10.03.2026 21:28

 

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს რუსეთმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ.

„პრეზიდენტთან საუბრისას რუსებმა განაცხადეს, რომ მონაცემებს არ აზიარებენ. შეგვიძლია, დავუჯეროთ მათ სიტყვას. ვიმედოვნოთ, რომ მართლაც არ უზიარებენ", - აღნიშნა უიტკოფმა.

ამასთან, სტივ უიტკოფმა დასძინა: „დაზვერვის ოფიცერი არ ვარ და ამის თქმა არ შემიძლია".

ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტმა" წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს აწვდის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ