„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა, ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე 11.03.2026 21:18

 

მიმდინარე ომის ფონზე ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა და დააზიანა. ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე, - ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს ინფორმაციას.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება.

აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ძირითად ამერიკულ ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ