11.03.2026 22:54
ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააღრმავებენ, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კოშტას ბაქოში ვიზიტის შემდეგ ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებულობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში.
"ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმით პრეზიდენტებმა ერთგულება გამოხატეს კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, რაც ბოლო დროის მაღალი დონის შეხვედრების დადებით იმპულსს დაეყრდნობა. ეს თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებულობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში...
პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ერთგულება ახალ, ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სწრაფად ბოლომდე მიყვანისადმი, რაც მყარ იურიდიულ ჩარჩოს შექმნის, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს განახლებული "აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების" მიღების მნიშვნელობას, ასევე, დიალოგის არსებული მექანიზმების, მათ შორის "ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს" სრულად გამოყენებას, რათა კიდევ უფრო წინ წაწიონ ორმხრივი დღის წესრიგი ყველა სფეროში.
ავტორ(ებ)ი :