მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა 12.03.2026 10:43

სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების მიუხედავად, ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Brent-ის ნავთობის ბარელის ფასი აზიის ბაზარზე 9%-ით გაიზარდა და 100 დოლარს გადააჭარბა.

აშშ-ის ბაზარზე ნავთობი ასევე 9%-ით გაძვირდა და 95.27 დოლარს მიაღწია.

მანამდე, ათობით ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, საგანგებო რეზერვებიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობის გამოყოფის შესახებ განაცხადეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ