ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები გაიფიცნენ 12.03.2026 19:40

გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას" პილოტები 48 საათით გაიფიცნენ. დღეს დილიდან როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ავიალაინერების პილოტებმა რეისების განხორციელება შეწყვიტეს.

ავიაკომპანიის თანამშრომლები ხელფასების ზრდასა და უკეთეს საპენსიო პირობებს მოითხოვენ.

გერმანული მედიის ცნობით, გაფიცვა ყველაზე მეტად მიუნხენისა და ფრანკფურტის აეროპორტებს დააზარალებს. გაფიცვის შედეგად სავარაუდოდ დღიურად 300-მდე რეისი გაუქმდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ