13.03.2026 13:43
დღეს, თურქეთში, ნატო-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა. ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით გაანეიტრალეს.
სამინისტრომ დასძინა, რომ რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ-აღმოსავლეთ გაზიანტეპის პროვინციაში უკაცრიელ მიწაზე დაეცა და აღნიშნა, რომ მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან.
აშშ-ის ჯარები ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ადანის მახლობლად არიან განლაგებულნი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სირენების ხმებმა ადანის მცხოვრებლები ადგილობრივი დროით დილის 03:25 საათზე გააღვიძა და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ისმოდა. ამბობენ, რომ ბაზაზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.
ავტორ(ებ)ი :