14.03.2026 10:04
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის ახალი სულიერი ლიდერი თავდასხმების შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ჩრდილოეთ კაროლინაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვენსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოჯტაბა ხამენეი დაჭრილია, გაურკვეველია, არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი აშშ.
„სინამდვილეში. ეს ნათელი სულაც არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ იქ ვითარება აშკარად ძალიან ქაოტურია", - აღნიშნა ვენსმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთდროულად მრავალ სამიზნეს ურტყამენ.
„ვიცით, რომ ის დაჭრილია. ზუსტად არ ვიცით, რამდენად მძიმედ, მაგრამ ვიცით, რომ დაჭრილია", - თქვა მან.
ავტორ(ებ)ი :