ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ვერტმფრენის მოედანი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი" უსაფრთხოების სამსახურების ორი ანონიმური თანამშრომლის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, რაკეტა ჩამოვარდა საელჩოს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბაღდადის „მწვანე ზონაში". ეს არის გამაგრებულ სამთავრობო კვარტალი, სადაც განთავსებულია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

 

„ასოშიეთედ პრესი" წერს, რომ ჟურნალისტებმა მიიღეს ვიდეო, რომელზეც ჩანს კვამლი ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საელჩოს ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა.

 

„ასოშიეთედ პრესი" ასევე აღნიშნავს, რომ ეს შენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობაა და ის არაერთხელ გამხდარა ერაყში მოქმედი პრო-ირანული ჯგუფების მიერ განხორციელებული სარაკეტო და დრონების თავდასხმების სამიზნე.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ