მოვუწოდებთ ირანელ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე დარტყმებისგან -"ჰამასი" 14.03.2026 16:13

„ჰამასმა" ირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონების გამოყენებისგან

„ვადასტურებთ რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით უპასუხოს აგრესიას, მოძრაობა ირანელ ძმებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე დარტყმებისგან", - ნათქვამია „ჰამასის" განცხადებაში.

„ჰამასმა", რომელიც ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა ომს ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორში, საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდა, მიაღწიოს სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ირანში აცხადებენ, რომ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული ობიექტების და არა თავად მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა დარტყმის სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ