15.03.2026 10:08
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო. ამის თაობაზე Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ამ შეთავაზებით აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ, თუმცა თეთრი სახლი მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ამით დაინტერესებული არ არის.
„მოლაპარაკებების დღე შესაძლოა, დადგეს, მაგრამ არა ახლა", - განაცხადა Reuters-თან საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
თავის მხრივ, ირანული წყაროები აცხადებენ, რომ თეირანმაც უარყო რამდენიმე ქვეყნის მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევის.
ავტორ(ებ)ი :