15.03.2026 14:19
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, Alaraby Aljadeed-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი „კარგადაა" და „სრულად აკონტროლებს სიტუაციას".
არაღჩი ამბობს, რომ ირანი მიესალმება ნებისმიერ „რეგიონულ ინიციატივას, რომელიც ომის სამართლიან დასრულებამდე მიგვიყვანს", ხოლო ჰორმუზის სრუტე „ღიაა ყველასთვის, გარდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გემებისა".
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ დროისთვის მაგიდაზე ომის დასასრულებლად რაიმე კონკრეტული ინიციატივა არ დევს".
მოჯთაბა ხამენეი 8 მარტს მისი დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. მისი პირველი საჯარო მიმართვა სახელმწიფო მედიამ 12 მარტს გადასცა, თუმცა ის წამყვანმა წაიკითხა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა კი განაცხადა, რომ ხამენეი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია.
ავტორ(ებ)ი :