"აშშ-ის პრეზიდენტმა ცხრაჯერ განაცხადა, რომ "დაგვამარცხა", სასაცილოა!" - ირანის პარლამენტის სპიკერი 15.03.2026 18:03

 

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, ირანის დამარცხებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს ირონიულად უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს "სასაცილოა".

"აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხრაჯერ განაცხადა, რომ "დაგვამარცხა", სასაცილოა!" - წერს ირანელი პოლიტიკოსი.

როგორც CNN-ი წერს, გაურკვეველია, რომელ ცხრა კომენტარს გულისხმობს ღალიბაფი, თუმცა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომს იგებს.

კონკრეტულად გუშინ კი, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა "დაამარცხა და მთლიანად გაანადგურა ირანი სამხედრო, ეკონომიკური და ყველა სხვა თვალსაზრისით". 

პარასკევს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი "სრულიად დამარცხებულია და სურს შეთანხმება, მაგრამ არა ისეთი შეთანხმება, რომელსაც მე მივიღებდი!"

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ