გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. მთავრობას რეალური მხარდაჭერა აღარ აქვს - ალის ვაიდელი 16.03.2026 19:04

 

გერმანული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი ქვეყანის ეკონომიკურ ვითარებას და სამთავრობო კოალიციის პოლიტიკას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ქვეყანა "ეკონომიკური კატასტროფის" წინაშე დგას.

"გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა. მაჩვენებლები სულ უფრო და უფრო უარესდება. ჩვენ ვერ ვხედავთ კურსის ვერანაირ ცვლილებას. პროცესები უბრალოდ ისევე გრძელდება, როგორც მერკელის ეპოქისა და "შუქნიშნის" [გერმანიის წინა კოალიციური მთავრობა] მთავრობის დროს ხდებოდა", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

"იგივე პოლიტიკა უბრალოდ ინერციით გრძელდება, ხოლო "შავ-წითელი" კოალიციის რეიტინგების დრამატული ვარდნა აჩვენებს, რომ ამ მთავრობას - კლინგბაილსა და მერცს - რეალური მხარდაჭერა აღარ გააჩნია. მოსალოდნელია, რომ მისი მმართველობა იმაზე უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე წინა "შუქნიშნის" კოალიციის შემთხვევაში მოხდა", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ