,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 16.03.2026 19:18


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგით მთავარი თემები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა. ასევე, მითითებულია, რომ მინისტრები გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოუსმენენ ინფორმაციას საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ბრიუსელში საგარეო მინისტრების საბჭოს სხდომა უკვე დაიწყო. მანამდე საქართველოს შესახებ განცხადებები ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გაკეთდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია მათი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ყველა მიმართულებით. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკურ კურსს. აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა სრულ წარუმატებლობას წარმოადგენს და დროა, ამ მიდგომაზე საბოლოოდ ვთქვათ უარი. საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ქვეყნის განვითარების ვექტორი თავად ხალხმა განსაზღვრა. საპროტესტო აქციების გამართვა კი დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია - სანამ საპროტესტო აქციების გამართვაა შესაძლებელი, ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა", - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ