დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა 16.03.2026 20:27

 

დანიაში, ლიბერალური ალიანსის ლიდერმა ალექს ვანოფსლაგმა, Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ პარტიის ლიდერობის დროს კოკაინს იღებდა, რაც მისივე თქმით, დანიური მედიის ზეწოლის შედეგი იყო.

"ასე რომ, დიახ, პარტიის ლიდერობის დასაწყისში კოკაინის მიღება მიცდია. ეს ერთხელ ან ორჯერ მოხდა სადღესასწაულო გარემოში, რა თქმა უნდა, არასდროს სამსახურში ყოფნის დროს", - წერს ვანოფსლაგი, რომლის მემარჯვენე პარტია, 24 მარტის არჩევნების წინ, ბოლო გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს.

ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრობის 34 წლის კანდიდატი აცხადებს, რომ ავადმყოფობის შემდეგ, მან ცხოვრების წესი შეიცვალა.

"სტრესთან დაკავშირებული ავადმყოფობის შემდეგ, ჭიქა ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ეს ის არ არის, რისი გაზიარებაც მსურს, რადგან ვიცი როგორ წარმოაჩენს ამას მედია. უკვე წარმომიდგენია გაზეთების სათაურები", - წერს ვანოფსლაგი და იმედოვნებს, რომ დანიელები მას შეაფასებენ "იმის მიხედვით, თუ ვინ ვარ დღეს".

წყარო: politico

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ